+(995)579 42 01 01
  • info@avon.com.ge

სუნამოების მოხმარების რაიმე განსაკუთრებული წესი თუ არსებობს?

რა თქმა უნდა არსებობს – სუნამოს რამოდენიმე წვეთი უნდა დაისხათ ორივე ხელის მაჯაზე, შემდეგ აუცილებლად ყურების უკან და არ დაგავიწყდეთ რამოდენიმე წვეთის მისხურება კისერზე. .

რამდენად ხანგრძლივად ინარჩუნებს სუნამო სურნელს მისი დასხმის შემდეგ?

ზოგადად რეკომენდებულია არომატის დასხმა დღის მანძილზე რამოდენიმეჯერ, ყოველ 3-4 საათში, ამ შემთხვევაში სუნამოს სურნელი მთელი დღის მანძილზე იგრძნობა. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვით სუნამოს მდგრადობას – რაც უფრო კონცენტრირებულია სუნამო მით უფრო მდგრადია იგი, მაგალითად: სუნამოს ტიპი "ტუალეტის წყალი" ყველაზე ნაკლებად კონცენტრირებული სუნამოა და მისი განმეორებით გამოყენება, რეკომენდებულია ყოველ 2-3 საათში, უფრო მეტად კონცენტრირებული "სუნამოს წყალი" შესაძლოა განმეორებით დავისხათ უფრო დიდი ინტერვალების გამოყენებით.

სხვადასხვა ტიპის კანის მქონე ადამიანებმა სხვადასხვა წესების დაცვით უნდა გამოიყენონ სუნამო?

რა თქმა უნუდა: თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, მაშინ რეკომენდებულია რომ დიდი რაოდენობით სუნამო მიისხუროთ, რადგან რაც უფრო მშრალია კანი, მით ნაკლებია სუნამოს მდგრადობა ასეთ კანზე.

კარგავს თუ არა სუნამო მდგრადობას დროთა განმავლობაში?

სამწუხაროდ დროთა განმავლობაში როდესაც სუნამო გახსნილ მდგომარეობაში ინახება,იგი კარგავს მდგრადობას,ფერს და სურნელსაც კი იცვლის რიგ შემთხვევებში, ამიტომ, შეეცადეთ რომ წლების მანძილზე, არ შემოგრჩეთ გახსნილი სუნამო, და დაიცვათ მათი შენახვის წესები: მოარიდეთ მზის სხივებს და შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

ჩემმა სუნამომ შეიცვალა სურნელი, რატომ?

სუნამოს სხვადასხვა პერიოდში შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა სურნელი და ამის მიზეზი შესაძლოა იყოთ თქვენ, თქვენს მიერ სურნელის აღქმა დროთა განმავლობაში იცვლება, თქვენი ცხოვრების წესის, კვების რეჟიმის და ფიზიკური მდგომარეობის შეცვლის შედეგად.

ერთ ჯერზე სამ არომატზე მეტის მოსინჯვა არ არის რეკომენდებული, რატომ?

სუნის რეცეპტორები "ადვილად იღლებიან" მცირე პერიოდში სხვადსხვა სურნელის ყნოსვისას, და შედეგად ხდება თქვენს მიერ სურნელის არასწორად აღქმა.

თმის ფერი და გემოვნება სურნელის შერჩევისას – აქვთ მათ რაიმე კავშირი?

მართლაც არსებობს მათ შორის გარკვეული კავშირი, მაგალითად ქერა ქალბატონების დიდი ნაწილი უპირატესობას ყვავილების რთულ კომბინაციას ანიჭებს,სურნელის შერჩევისას, წაბლისფერთმიანი ქალბატონები აღმოსავლურ მცენარეებს ირჩევენ ხოლო წითური ქალბატონები მწვანე ფერის მცენარეებს ეტრფიან.

სუნამოს ნიმუშები რა მოცულობის ფლაკონებშია ხელმისაწვდომი?

მართლაც არსებობს მათ შორის გარკვეული კავშირი, მაგალითად ქერა სუნამოს ნიმუშები ხელმისაწვდომია 0,6 მლ-იან ფლაკონებში